სიტყვა-სიტყვა დროზე მიბმული
ტექსტი მეტყველებას სიტყვის სიზუსტით ემთხვევა. დროის ზოლზე სიტყვას გადაწევთ, გაყოფთ ან აერთიანებთ, ხოლო ის სიტყვები, რომლებშიც ამომცნობი დარწმუნებული არ იყო, ცალკე ფერით ჩანს.
ქართული ავტო-სუბტიტრები
Xazi ვიდეოში ქართულ მეტყველებას ცნობს, ყოველ სიტყვას ზუსტ დროს უსვამს და სუბტიტრებს პირდაპირ ვიდეოში ჩაგიწერთ. ქართული შრიფტებით, თქვენი სტილით.
iPhone-ისა და Android-ის აპი მალე გამოვა. ვიდეო-რედაქტორებისთვის იხილეთ პროდუქტები.
ტექსტი მეტყველებას სიტყვის სიზუსტით ემთხვევა. დროის ზოლზე სიტყვას გადაწევთ, გაყოფთ ან აერთიანებთ, ხოლო ის სიტყვები, რომლებშიც ამომცნობი დარწმუნებული არ იყო, ცალკე ფერით ჩანს.
მზა სუბტიტრები ვიდეოში ჩაიწერება და გალერეაში ინახება. ხარისხს, კადრების სიხშირეს და სიჩქარეს თავად ირჩევთ. ან გადმოწერეთ .srt და .txt ფაილი.
შრიფტების ბიბლიოთეკა ქართული ასოებისთვის, მთავრულის ჩათვლით. საკუთარ შრიფტსაც დაამატებთ და აპი გაჩვენებთ, თუ ტექსტის რომელიმე ასო აკლია.
მზა შაბლონები, ფერები, ანიმაციები და ცალკეული სიტყვის გამოკვეთა. თქვენს სტილს შაბლონად შეინახავთ და ახალ ვიდეოზე გამოიყენებთ.
Facebook-ის, Instagram-ის, Shorts-ისა და TikTok-ის ჩარჩოებით ხედავთ, სად მოხვდება სუბტიტრი ვიდეოზე.
ქართულ რიცხვებს სუბტიტრში ციფრებით წერს: 35000, 1990 წელს, 15%-ით, მე-16, XIX საუკუნე.
სუბტიტრებს ხელოვნური ინტელექტი ქმნის და შეიძლება შეცდომა ჰქონდეს. გამოქვეყნებამდე გადახედეთ ტექსტს: რედაქტორში ყველა სიტყვის შესწორება შეგიძლიათ.
ამოჭერით ვიდეო, მიიღეთ სუბტიტრები, შეცვალეთ სტილი და შეინახეთ გალერეაში. ანგარიში არ სჭირდება.
დანამატი პირდაპირ Resolve-ის ფანჯარაში (Workflow Integration): აირჩევთ ტაიმლაინის ნაწილს, ასწორებთ სუბტიტრებს და მზა ფენა ტაიმლაინზე თავად დაჯდება.
მალე
პანელი Premiere Pro-ში (Window → Extensions). სუბტიტრები გამჭვირვალე ვიდეო-ფენად ჩაჯდება თქვენი სექვენსის ზემოთ.
მალე
უფასო DaVinci Resolve-ისთვის და ნებისმიერი სხვა რედაქტორისთვის (CapCut, Vegas...). გახსენით ვიდეო ან Resolve-იდან გამოტანილი ტაიმლაინი (.otio), დაასრულეთ სუბტიტრები და მზა ფენა ზედა ტრეკზე გადაიტანეთ.
მალე
კომპიუტერზე მეტყველების ამოსაცნობად მხოლოდ ხმა იგზავნება, სუბტიტრების ფენა კი თქვენს კომპიუტერზე იხატება. გეგმები და ლიმიტები იგივეა, რაც აპში.
0 ₾
≈ 15 ₾ / თვე
ან წელიწადში ≈ 144 ₾ (≈ 12 ₾ თვეში, 20% ფასდაკლება)
ლარის თანხა მიახლოებითია (≈). გადახდა მაღაზიაში USD-ით ხდება, ამიტომ რეალური ფასი მაღაზიის გადახდის ფანჯარაში USD-შია და ლარის ეკვივალენტი კურსთან ერთად იცვლება. უფასო ლიმიტი ახლდება თვის 1 რიცხვზე. Pro იყიდება App Store-ში ან Google Play-ში და ავტომატურად ახლდება, სანამ არ გააუქმებთ. გაუქმება და თანხის დაბრუნება.